Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება უკრაინაში?


რადიო თავისუფლების სტუმარია პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „გლობალური ეკოლოგიური პრობლემები და მათი გავლენა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე“. კონფერენცია უკრაინაში სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩატარდა. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ნიკა ჩიტაძე გვიამბობს, როგორი განწყობით შეხვდა ქვეყანა ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებას და რატომ გახდა შესაძლებელი შოუმენის წარმატება არჩევნებში. გიორგი გვახარიას სტუმარი აღნიშნავს, რომ უკრაინაში პრორუსული განწყობები პოპულარული აღარაა, განსაკუთრებით ყირიმის ანექსიის შემდეგ, ამიტომ საეჭვოა ზელენსკიმ მნიშვნელოვნად შეცვალოს უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობა. ამას ცხადყოფს რამდენიმე დღის წინ გაკეთებული მისი განცხადებაც: ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა შეხვდეს ვლადიმირ პუტინს, თუმცა უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია მხოლოდ „დონეცკისა და ყირიმის სრული დეოკუპაციის შემდეგ“.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG