Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევოლუციის გაუნელებელი ენთუზიაზმი


"სომხეთის რესპუბლიკაში, ამ მომენტიდან დაწყებული, იქნება თავისუფლების, ძმობის, კანონიერების, თანასწორობისა და ეროვნული ერთიანობის ატმოსფერო", - ერთი წლის წინ მაშინ მსოფლიოსათვის ჯერ კიდევ უცნობი ნიკოლ ფაშინიანის ამ მოწოდებამ სომხეთის უამრავი მოქალაქე გააერთიანა. ნიკოლ ფაშინიანი, რომლის პოლიტიკური ბლოკი, "ჩვენი ნაბიჯი", მთლიანად აკონტროლებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რევოლუციიდან განვლილ ერთ წელს წარმატებულად მიიჩნევს.

  • რა შეიცვალა სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ?

"ადრე აქ იყო შიში, ახლა კი უკვე არანაირი შიში აღარაა. ეს ძალიან მნიშვნელოვან პირობად მიმაჩნია."

  • როგორია და როგორი უნდა იყოს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა?

"ჩვენ არა მხოლოდ ხელს არ უნდა ვუშლიდეთ ერთმანეთს განვითარებაში, არამედ ერთად უნდა განვვითარდეთ, ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ", - ინტერვიუ სომეხ პოლიტოლოგ, არმენ ზაკარიანთან.

  • „თავისუფლების #კითხვები“: რა ვიცით ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ?
  • „შინ - უცხოეთში“: რა ხიბლავს და რა არ მოსწონს საქართველოში ამერიკელ დიპლომატს?

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG