Accessibility links

როგორ შენდება გზები ვაკესა და გლდანში


როგორ შენდება გზები ვაკესა და გლდანში
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00

თბილისის ორ უბანში, გლდანსა და ვაკეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი თითქმის ერთდროულად, მაისის თვეში დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირის განახლებისთვის 15 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებისთვის - 12 მილიონი. ჭავჭავაძის ნაწილი, უნივერსიტეტიდან პიქსელის შენობამდე 16 სექტემბერს ავტომობილებისთვის გაიხსნება, გლდანში კი მოსახლეობა წუხს, რომ არათუ მშენებლობის დასრულების ვადა არ იციან, ბოლო პერიოდში მუშებსაც ვეღარ ხედავენ. სარეაბილიტაციო მონაკვეთი გლდანში დაახლოებით 8 კილომეტრს შეადგენს. თბილისის მერიაში უჭირთ მიახლოებით მაინც თარიღის დასახელება, როდის დასრულდება ამ ორ უბანში გზების განახლების სამუშაოები. სატენდერო პირობების თანახმად ჭავჭავაძის რეაბილიტაცია 3 თვეში, გლდანის ქუჩების კი 255 დღეში უნდა დამთავრებულიყო.

XS
SM
MD
LG