Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა კარგად არ გესმის და შენი თითქმის სულ არ ესმით


როცა კარგად არ გესმის და შენი თითქმის სულ არ ესმით
please wait

No media source currently available

0:00 0:05:48 0:00

მარიამს და თათიას სმენასთან დაკავშირებით პრობლემები სხვადასხვა ასაკში გაუჩნდათ - მარიამს 5 წლის ასაკში ყურის ანთების შემდეგ დაუქვეითდა სმენა, თათიას დაბადებიდან არ ესმოდა. ახლა ორივე სრულწლოვანია, ორივე, წლებია, სმენის აპარატს ატარებს.

მარიამს და თათიას სმენასთან დაკავშირებით პრობლემები სხვადასხვა ასაკში გაუჩნდათ - მარიამს 5 წლის ასაკში ყურის ანთების შემდეგ დაუქვეითდა სმენა, თათიას დაბადებიდან არ ესმოდა. ახლა ორივე სრულწლოვანია, ორივე, წლებია, სმენის აპარატს ატარებს და ორივე წევრია არასამთავრობო ორგანიზაციისა, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანების საჭიროებებზე მუშაობს. მარიამი და თათია ფონდ „აურესის” ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენენ და თავიანთ თავზე და სხვებზე დაკვირვებით ამბობენ, რომ სმენის დარღვევის მქონე ადამიანთა საჭიროებების ცუდად ესმის საზოგადოებასაც და გადაწყვეტილების მიმღებ პირებსაც.

მაგალითად, სოციალური პაკეტი, რომელსაც ზრდასრული შშმ პირები იღებენ, წლიდან წლამდე არ იზრდება - მათ არ შეეხებათ უახლოეს მომავალში დაგეგმილი პენსიების ზრდაც. 2020 წელს, პანდემიისას, 18 წელს ზემოთ მყოფ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს არ მიუღიათ დახმარება, რაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის იყო განკუთვნილი - 6 თვეში 600 ლარის ოდენობით, რაც 40 000-მდე ადამიანმა მიიღო. ითვლება, რომ სმენის დაქვეითება ან სიყრუე შესაძლებლობებს მსუბუქად ზღუდავს და ზრდასრულობისას მუშაობა სრულფასოვნად შეუძლიათ, თუმცა ასე არ ფიქრობენ დამსაქმებლები. მაგალითად, თათიამ, 3 სხვადასხვა პროფესიული კურსის გავლის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ შეძლო ვერც მებაღის, ვერც მზარეულის და ვერც ფოტოგრაფის სამსახურის შოვნა.

მარიამი ამბობს, რომ პრობლემები უფრო მძიმეა რეგიონებში, სადაც სმენის დარღვევის მქონე პირებს იმ სერვისებზეც კი არ მიუწვდებათ ხელი, რომლებიც თბილისსა და ბათუმშია. სხვა ქალაქებში არ არსებობს სმენის სკრინინგი ახალშობილებისთვის და თერაპია მოზრდილთათვის, ძნელად მოიპოვება სასმენი აპარატების ელემენტები და არც ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ითვალისწინებს დაზიანებული აპარატის სათადარიგო ნაწილების ხარჯს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG