Accessibility links

რუსეთის ვიზების მისაღებად ახალი გზა გამოჩნდა


რუსეთის ვიზების მისაღებად ახალი გზა გამოჩნდა
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:02:25 0:00

თბილისში, ბესიკის ქუჩა N4-ში რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრი ამოქმედდა. ეს არის ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც რუსეთის ვიზებისთვის დოკუმენტების წარსადგენად უფლებამოსილება მიანიჭა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ. ცენტრის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, დოკუმენტების ჩასაბარებლად მომსახურების მოსაკრებელი 30 დოლარს შეადგენს, ხოლო საკონსულო მოსაკრებელი (ერთჯერადი ვიზის შემთხვევაში) 60 დოლარია. თანხა იზრდება ვიზების გამოყენების სიხშირის მიხედვით და დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაში. რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრის ინფორმაციით, მოსაკრებლების გადახდა ხდება „სავიზო ცენტრში, ქართულ ლარში, გადახდის დღისათვის რუსეთის ინტერესთა სექციის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.“

თბილისში, ბესიკის ქუჩა N4-ში რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრი ამოქმედდა. ეს არის ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც რუსეთის ვიზებისთვის დოკუმენტების წარსადგენად უფლებამოსილება მიანიჭა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ.

ცენტრის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, დოკუმენტების ჩასაბარებლად მომსახურების მოსაკრებელი 30 დოლარს შეადგენს, ხოლო საკონსულო მოსაკრებელი (ერთჯერადი ვიზის შემთხვევაში) 60 დოლარია. თანხა იზრდება ვიზების გამოყენების სიხშირის მიხედვით და დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაში. რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრის ინფორმაციით, მოსაკრებლების გადახდა ხდება „სავიზო ცენტრში, ქართულ ლარში, გადახდის დღისათვის რუსეთის ინტერესთა სექციის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.“

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG