Accessibility links

რუსთაველმა ეკოაქტივისტმა შიმშილობა დაიწყო


რუსთაველმა ეკოაქტივისტმა შიმშილობა დაიწყო
please wait

No media source currently available

0:00 0:01:45 0:00
რუსთავში "გავიგუდეს" წევრმა, დავით ცინცაძემ, მერიის მიმდებარე მოედანზე, შიმშილობა დაიწყო, ახალი "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონპროექტის მიღების მოთხოვნით. კანონპროექტთან დაკავშირებულია სხვა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტიც, რომელიც შემუშავდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ "გავიგუდეს" წევრებიც. კანონპროექტთა პაკეტი ამკაცრებს სანქციებს გარემოს დაბინძურებისთვის. დავით ცინცაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იშიმშილებს 18 ივლისამდე, ამავე მოთხოვნით მერიის წინ დაგეგმილ აქციამდე. მისივე თქმით, მიზანი არ არის აქციის რადიკალიზაცია, მიზანია ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა რუსთავში ეკოლოგიური პრობლემებისათვის, რომელთა მიზეზიც ძირითადად მძიმე მრეწველობის საწარმოებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG