Accessibility links

რუსთავში COVID-19-ით ახალგაზრდა მამაკაცი დაავადდა


რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მოთავსებულ ახალგაზრდა მამაკაცს COVID-19 დაუდასტურდა და ის ჰოსპიტალიზებული იქნა თბილისში.

ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, პაპუნა ბახტაძის, თქმით, დაავადების სიმპტომებით ახალგაზრდა გუშინწინ შემოიყვანეს. მისივე თქმით, საავადმყოფოს აქვს ყველა პირობა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ, თუმცა ის მაინც თბილისში გადაიყვანეს „ზედმეტი რისკის თავიდან ასაცილებლად“.

პაპუნა ბახტაძემ დასძინა, რომ ამჟამად ცხელების ცენტრში კიდევ ხუთი პაციენტია, რომელთა საკვლევ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. რუსთავში ახალი კორონავირუსით დაავადების ეს უკვე მე-9 შემთხვევაა. აქედან ხუთი დაავადებული ერთი ოჯახიდან იყო. ყველა გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG