Accessibility links

საბჭოთა ფიასკო ავღანეთში


საბჭოთა ფიასკო ავღანეთში
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:03:08 0:00

იმპერიათა სასაფლაო - ასე მოიხსენიებენ ხოლმე ავღანეთს, ქვეყანას, რომელშიც, ტრადიციულად, გააფთრებული წინააღმდეგობა ხვდება უცხოეთიდან შეჭრილ ძალებს. ასე იყო ალექსანდრე მაკედონელისა და ჩინგიზ ყაენის, დიდ მონღოლთა იმპერატორებისა და ბრიტანეთის შემთხვევებში. ასეა დღესაც, როცა კაცობრიობის ისტორიაში სამხედრო თვალსაზრისით უძლიერესი ქვეყანა, შეერთებული შტატები, ჯარების გაყვანას აპირებს, კვლავ გაძლიერებულ თალიბანთან მოლაპარაკების ფონზე. 30 წლის წინ კი, 15 თებერვალს, მარქსისტული რეჟიმის მხარდასაჭერი კატასტროფული ოპერაციის შემდეგ, უკანასკნელმა საბჭოთა სამხედროებმა დატოვეს ავღანეთი.

XS
SM
MD
LG