Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეებს ღია კონკურსით აღარ შეარჩევენ

კანონპროექტის ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, იმედა ნიკურაძე, აკაკი ალადაშვილი, გრეტა წიწავა, გიორგი კახიანი.
კანონპროექტის ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, იმედა ნიკურაძე, აკაკი ალადაშვილი, გრეტა წიწავა, გიორგი კახიანი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში დააინიციირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 101 მილიონი ლარით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეებს ღია კონკურსით აღარ შეარჩევენ. 

როგორ აირჩეოდნენ მეურვეები

11-კაციან სამეურვეო საბჭოში მეურვეებს 6-წლიანი ვადით ირჩევენ. მათ შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარე ღია კონკურსს აცხადებდა - ამ ვაკანსიით დაინტერესებული ადამიანები ავსებდნენ განაცხადს. შემდეგ ეტაპზე სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია მართავდა კანდიდატებთან გასაუბრებას და მათ ქულებით აფასებდა.

კანდიდატების დასახელების უფლება აქვთ კანონით დადგენილ უწყებებსა თუ ჯგუფებს:

  • სახალხო დამცველს - ორ კანდიდატი;
  • საპარლამენტო უმრავლესობას - სამი;
  • საპარლამენტო ოპოზიციას - სამი;
  • აჭარის უმაღლეს საბჭოს - სამი.

კონკურსი ცხადდება მხოლოდ იმ კანდიდატის შესაცვლელად, რომელსაც ან უფლებამოსილების ვადა ეწურება, ან საკუთარი სურვილით ტოვებს თანამდებობას. კანდიდატის ამორჩევის უფლება კი იმ სუბიექტს აქვს, რომლის მიერ დასახელებული მეურვეც ტოვებს საბჭოს.

საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს ხმათა უმრავლესობით.

რა იქნება კანონპროექტის მიღების შემთხვევაში

კანონპროექტი დაჩქარებული სახით განიხილება. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევად ღია კონკურსი არ გამოცხადდება, არ შეიქმნება არც სპეციალური კომისია, რომელიც კანდიდატებს პირდაპირ ეთერში გაესაუბრება.

კანდიდატს „წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები თავიანთი შეხედულებით წარადგენენ“.

რა ხდება დღეს?

სამეურვეო საბჭოს სამ მეურვეს უფლებამოსილების ვადა ეწურება: ზაზა აბაშიძე და ბონდო მძინარაშვილი საბჭოში ოპოზიციის კვოტით მოხვდნენ, გია მურღულია კი საპარლამენტო უმრავლესობამ შეარჩია.

მათი შემცვლელის შესარჩევად კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2 ივნისს გამოაცხადა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG