„სამართლიანობის აღდგენა“ საავიაციო ქარხანაში
თბილისის საავიაციო ქარხნის აქციონერები 6 წელია სამართლებრივი გზით ცდილობენ წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, 2017 წელს, სასამართლომ არ მიიჩნია იძულებად სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემა. საქმეს ამჟამად სააპელაციო სასამართლო განიხილავს. სასამართლოს ბოლო სხდომა 29 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. საავიაციო ქარხნის აქციონერებისთვის და ადვოკატებისთვის ეს ფაქტი კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ სასამართლო, პროკურატურა და ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წართმეული ქონება მის მესაკუთრეებს არ დაუბრუნდეთ.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში