Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართლიან მოთხოვნას  სჭირდება ლობი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ


მამუკა კაციტაძე
მამუკა კაციტაძე

6 დეკემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე. მან ისაუბრა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებზე. მამუკა კაციტაძის თანახმად, კონსენსუსი პრაქტიკულად მიღწეულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება; საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ გამართვა. როგორც მამუკა კაციტაძემ „დილის საუბრებში“ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება 200 000 ადამიანის ხელმოწერის შეგროვების გზით არ არის ოპტიმალური გზა და საჭიროა ხელისუფლებაზე ზეწოლა და ლობი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.


„მით უმეტეს ასეთი საერთაშორისო შეფასებების ფონზე შანსი არის. ხან გამოდის ეს თემა, ხან არ გამოდის, თუმცა ამას სჭირდება სერიოზული მოქმედება, კონსოლიდირებული ძალისხმევა და მაქსიმალურად დეტალურად ახსნა როგორც ქვეყანაში ამომრჩეველთან, ისე საერთაშორისო არენაზე, რომ ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი.“-აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG