სამი გამოცდა მსოფლიოს თასამდე
საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელ ციკლს თბილისის შეკრებით დაასრულებს. ბორჯღალოსნები ოთხწლეულის უმთავრეს შეჯიბრებამდე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ. აქედან ორს - თბილისში. 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთ აფრიკის „საუზერნ კინგსს“ დაუპირისპირდებიან, 31 აგვისტოს „დინამო არენაზე“ შოტლანდიას უმასპინძლებენ, 6 სექტემბერს კი ისევ შოტლანდიას შეხვდებიან, ოღონდ - სტუმრად. 2019 წლის მსოფლიოს თასი იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში იქნება და ჯგუფურ ეტაპზე ეთამაშება ავსტრალიას, უელსს, ფიჯისა და ურუგვაის.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან