Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ის დეპარტამენტის დასკვნაში


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. ამ თემაზე ლაპარაკობს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიორგი გვახარიას სტუმარი შეგვახსენებს, რომ ეს შეფასებები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნებს ეყრდნობა და არა „ჭორებს“, როგორც ამას ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. მიხეილ ბენიძე ხსნის, თუ რას ნიშნავს ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება და რომელი საკანონმდებლო ცვლილებები იგულისხმება ტექსტში, როცა არჩევნების პროცესში გამჭვირვალობის ნაკლებობაზეა საუბარი.

მიხეილ ბენიძე ლაპარაკობს აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოს ხელისუფლების შეტევაზე, რაც ასევე არჩევნების პერიოდს უკავშირდება.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG