Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 საუკეთესო საბავშვო წიგნი


წიგნები პატარებისთვის და არცთუ ისე პატარებისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი საბავშვო წიგნი გამოიცა, ამჯერად 7 მათგანზე მოგითხრობთ.

1. „ჩიტები თბილისში“

ასაკი: 4-5 წელი

მოკლედ შინაარსი:ორი ჩიტი თბილისის თავზე დაფრინავს. მამა ჩიტი ბარტყს ფრენას ასწავლის და თან უხსნის, ქალაქში სად რა არის. გადაუფრენენ ხოხბის ძეგლს, მერცხლის ქუჩას, ბულბულების ოპერას, მეტროშიც კი ჩავლენ.

ავტორები და გამომცემელი: თბილისის გზამკვლევის გაკეთება ლაშა ბაქრაძის იდეა იყო, ტექსტი ალექს ჩიღვინაძემ დაწერა, გამომცემელი „ზოლიანი კატაა“, ილუსტრაციები კი ანა ჯანელიძეს ეკუთვნის.

„ბევრი რამ გვინდოდა წიგნში ყოფილიყო: აბრეშუმის მუზეუმი, ტბები, პარკები, ანუ ის, რაც ბაშვისთვის საინტერესოა, მაგრამ ყველაფერი ვერ ჩავტიეთ და, თანაც, გაურკვეველი იყო, ესა თუ ის ობიექტი რამდენად დიდხანს იქნებოდა ერთ ადგილას. მაგალითად, გვინდოდა ჩაგვესვა თოჯინების მუზეუმი და მერე გაგვახსენდა, რომ ეს შენობა დაანგრიეს. ანამ მთაწმინდის ბორბალი დახატადა ამასობაში დაშალეს ბორბალი. წიგნიდან ამოვიღეთ, მაგრამ სანამ გამოიცა, ისევ ააწყვეს და ჩვენც ისევ ჩავსვით“, - ამბობს ალექს ჩიღვინაძე.

2. „კუკრუჭანები, კოკლოზინები და სხვა გემრიელი რამეები პატარა მკითხველებისათვის"

ასაკი: 4-5 წელი

მოკლედ შინაარსი: აქ თავის დროზე საბავშვო წიგნებში ამოკითხული კერძების სავარაუდო რეცეპტებია აღწერილი: როგორ დავამზადოთ გუფთები, რომელიც კარლსონს უყვარდა, შოკოლადის ფილები წიგნიდან „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, ფორთოხლის მარმელადიანი ნამცხვარი ზღაპრიდან „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ და ლიმონათი, რომელიც ზრდას უწყობს ხელს, ესეც „ელისიდან“.

ავტორები და გამომცემელი: ეს „ზოლებიანი კატის“ მორიგი წიგნია, დიანა ანფიმიადისა და ანა ჯანელიძის ავტორობით.

წიგნი იმითაცაა კარგი, რომ საჭმლების მომზადება ბავშვს მშობელთან ერთად უწევს, ანუ ერთად წაიკითხავენ, ერთად გამოაცხობენ და ერთად შეჭამენ.

3. რუკები

ასაკი: 6 წლის ზევით

მოკლედ შინაარსი: წიგნი მსოფლიო ბესტსელერია, რომელშიც ამჯერად საქართველოც მოხვდა. ატლასში სხვადასხვა ქვეყნის რუკებია, მათზე დატანილი ღირსშესანიშნაობებით, ანუ შენიშვნის ღირსი ისეთი საგნებით, როგორიცაა ამა თუ იმქვეყნის შენობები, ბუნება და სხვა ყველაფერი. მაგალითად, პოლონეთის რუკაზე იპოვით ქაჩლის მთას, იქვე წარწერით: „ლეგენდის თანახმად, კუდიანები ქაჩალ მთაზე იკრიბებოდნენ“; ფრინველს, რომელიც, ერთი შეხედვით, იხვი გგონია, მაგრამ სინამდვილეში მურტალაა. აქ ფიქრობ, რომ გამომცემელს რაღაც შეეშალა, მაგრამ „გუგლით“ გადამოწმების შემდეგ აღმოაჩენ, რომ არათუ ერთი, ფრინველთა მთელი გვარი არსებობს მურტალასებრთა ოჯახის.

რაც შეეხება საქართველოს, ის ამ ატლასში დანარჩენ 45 ქვეყანასთან ერთად მოხვდა. საქართველოს რუკაზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ: ვარძია, სულუგუნი, კავკასიური გველგესლა, რამდენიმე გურული, ლელოს ბურთით ხელში, და კიდევ იმდენი რამე, რომ ყველაფერს ვეღარ ჩამოვთვლი.

ავტორები და გამომცემელი: ალექსანდრა და დანიელ მიზელინსკები, გამომცემლობა - „დიოგენე“.

ეს წიგნი არის ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა გადმოსცე ძალიან სერიოზული ინფორმაცია სახალისოდ.

წიგნი „რუკები“
please wait

No media source currently available

0:00 0:00:57 0:00

4. წიგნი ტირაჟით - ერთი ცალი

ასაკი: 4 წლის ზევით

მოკლედ შინაარსი: „დაწერე რამე ჩემზე“ -ამ ფრაზას მწერლებს ხშირად ეუბნებიან. სწორედ ამიტომგამოიგონა თანამედროვე მსოფლიომ პერსონალური ზღაპრების წიგნი. შემკვეთს შეუძლია შეარჩიოს მთავარი პერსონაჟის სახელი (ეს უმეტესად ან შვილის სახელია, ან იმ ბავშვის, ვისაც ამ წიგნს აძლევენ საჩუქრად)და კიდევ რამდენიმე დეტალი. ტექსტი უკვე დაწერილია, ილუსტრაციებიც დახატული. ამის შემდეგ წიგნი დაიბეჭდება. ტირაჟი, როგორც წესი, 1 ცალია ხოლმე.

ავტორები და გამომცემელი: გამომცემლობა ის, რომელსაც თქვენ აარჩევთ, ასევე არჩევითაა ავტორიც.

ასეთი წიგნებისაქართველოში ახლახანგამოჩნდა.ასე რომ, უკვე ყველას - პატარებსაც და დიდებსაც - შეგიძლიათ გქონდეთ ზღაპარი,რომლის მთავარი გმირიც თავად იქნებით.

​​5. საბავშვო მოთხრობები ძველად და ახლა

ასაკი: 10-12 წელი

მოკლედ შინაარსი: ეს ქართული საბავშვო მოთხრობების ანთოლოგიაა. სერიაში თავმოყრილია ყველაფერი, დაწყებული სულხან-საბა ორბელიანის იგავებიდან - თანამედროვე მწერლებით

​დამთავრებული.

ავტორები და გამომცემელი: შემდგენლები: დიანა ანფიმიადი, ლია ლიქოკელი;ქარჩხაძის გამომცემლობა.

ორი ტომი უკვეგამოცემულია,დაახლოებით ერთ თვეშიკიდევ ორის გამოცემა იგეგმება. აქედან ერთი მსოფლიოს საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია იქნება.

6. „თევზი ხეზე“

ასაკი: 10-12 წელი

მოკლედ შინაარსი:

„- ასოები ხომ არ მოძრაობენ?

- რა თქმა უნდა, მოძრაობენ“.

ამ პასუხის გაგონებაზე მასწავლებელს თვალები უფართოვდება და ბოლოს და ბოლოს ხვდება, რატომ ვერ ახერხებს ნიჭიერი მოსწავლე წერას და კითხვას. წიგნი გოგონაზეა, დისლექსიის დიაგნოზით. მას დასცინიან და თავადაც თავი არარაობა ჰგონია, რადგან წლების განმავლობაში წერა-კითხვა ვერ ისწავლა.

განსხვავებული ბავშვი სკოლაში - ეს ამ წიგნის თემაა. იქვე ირკვევა, რომ თუ კარგად დავუკვირდებით, არა მარტო ელი, არამედ ყველა ადამიანი თავისებურად განსხვავებულია. სწორედ ამას ეუბნება ტუალეტის კაბინაში შეკეტილ ელის მეგობარი, რომელიც კარის მეორე მხარეს დგას და ცდილობს ელი, რომელსაც უკვე აღარავის ნახვა არ სურს, ისევ გარეთ გამოიყვანოს. როგორ დავბრუნდეთ ტუალეტის კაბინიდან საზოგადოებაში, რომელიც თევზს ხეზე ასვლას არ მოსთხოვს?

ავტორი და გამომცემელი: ლინდა მალალი ჰანთის წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა.

7. სოლარისი

ასაკი: 15 წლის ზევით

მოკლე შინაარსი: სოლარისიპლანეტაა, რომელსაც ოკეანე ფარავს. მის შესასწავლად დედამიწიდან ასტრონავტები მიდიან და უცხოპლანეტელების ნაცვლად საკუთარ თავთან უწევთ შეხვედრა. ოკეანე ცოცხალი ორგანიზმია, სარკე, რომელიც ადამიანის მეხსიერებიდან ამოღებულ ყველაზე მტკივნეულ მოგონებებს მატერიალურ სხეულს აძლევს. ამიტომ, სამი მეცნიერი რკინის სადგურზე კოლბებსა და ფორმულებთან კი არა, მიტოვებულ ბავშვთან და იმ შეყვარებულთან რჩება, რომელმაც დედამიწაზე თავი მოიკლა. მათ სტუმრებს უწოდებენ და სტუმრები ამჯერად უკვდავები არიან.

ავტორები და გამომცემელი: პოლონელი მწერლის, მეცნიერისა და ფილოსოფოსის, სტანისლავ ლემის რომანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ხელმეორედ დაბეჭდა.

„სოლარისი“ ძალიან პატარებისთვის არ არის, უფრო იმ მოზარდებისთვისაა, რომლებიც უკვეკოსმოსზე, სამყაროსა და ადამიანზე ფიქრობენ. ეს გამორჩეული ნაწარმოებია ფანტასტიკის ჟანრში. ამ წიგნის მიხედვით არის გადაღებული ტარკოვსკის ამავე სახელწოდების ფილმიც.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG