Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ოსლოში დამარცხდა ნორვეგიასთან


საქართველოს ნაკრები ნორვეგიის ნაკრებთან დამარცხდა ოსლოში გამართულ შეხვედრაში.
საქართველოს ნაკრები ნორვეგიის ნაკრებთან დამარცხდა ოსლოში გამართულ შეხვედრაში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი წარუმატებელი თამაში ჩაატარა.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ნორვეგიის ნაკრებთან დამარცხდა ოსლოში გამართულ შეხვედრაში, ანგარიშით 1:2. ქართველთაგან გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, ოთხმოცდამეთერთმეტე წუთზე.

ხუთი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სამი წაგება, თითო მოგება და ფრე აქვს და ოთხი ქულით მეოთხე ადგილზეა 5-გუნდიან ჯგუფში. ჯგუფის ლიდერი შოტლანდიაა, ასპროცენტიანი მაჩვენებლით - თხუთმეტი ქულით. მეორე და მესამე ადგილებს ცხრა ქულით ესპანეთი და შვიდი ქულით ნორვეგია იკავებენ.

მეექვსე ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 15 ოქტომბერს გამართავენ თბილისში ჯგუფის აუტსაიდერთან, კვიპროსის ნაკრებთან, რომელმაც მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩატარებული ხუთივე თამაში წააგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG