ორგანიზაციის 2026 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, „რეპრესიის განმახორციელებელი სახელმწიფოების ჯგუფი გაფართოვდა. ექვსი ახალი ქვეყანა - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე - გამოვლინდა, როგორც ტრანსნაციონალური რეპრესიის ტაქტიკების გამოყენებული“.
ტრანსნაციონალური რეპრესია ნიშნავს, რომ სახელმწიფოები საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ახორციელებენ დევნას - აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციონერებისა და დიასპორის წევრების წინააღმდეგ.
დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის მდგომარეობით, სულ მცირე 54 სახელმწიფოს აქვს მცდელობა, „გააჩუმოს საზღვარგარეთ მყოფი დისიდენტები“, რაც მსოფლიოს ქვეყნების მეოთხედზე მეტს შეადგენს.
Freedom House აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედებები მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე არაპირდაპირ მეთოდებს - უკანონო დაკავებებს, იძულებით დაბრუნებას, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენებას და ზეწოლას ემიგრაციაში მყოფ პირებზე.
ანგარიში ასევე მიუთითებს, რომ ტრანსნაციონალური რეპრესია ხორციელდება სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გზითაც, რაც ართულებს დისიდენტების დაცვას უცხო ქვეყნებში.
საქართველოს კონტექსტში, ორგანიზაცია კონკრეტულ შემთხვევებს არ აღწერს. ქვეყანა ანგარიშში მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთ აბზაცშია მოხსენიებული.
ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ტრანსნაციონალური რეპრესიების ტენდენცია ქმნის სერიოზულ გამოწვევას როგორც ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ისე დემოკრატიული ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, სადაც დისიდენტები ხშირად ცდილობენ თავშესაფრის პოვნას.
ფორუმი