Accessibility links

საყოველთაო ჯვრისწერა 500 წყვილისთვის


500-მდე წყვილმა მიიღო მონაწილეობა საყოველთაო ჯვრისწერაში, რომელიც 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღეს გაიმართა. ჯვარი დაიწერეს იმ წყვილებმა, რომლებიც უკვე შეუღლებულები არიან, თუმცა აქამდე არ ჰქონდათ ჯვარი დაწერილი. საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა 2016 წელს, პატრიარქისა და ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით. ამ ხნის განმავლობაში, ჯვარი დაიწერა 700-ზე მეტმა წყვილმა, რომლებსაც წელს კიდევ 500-მდე წყვილი შეუერთდა. თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, ჯვარი დაიწერა 50-მდე წყვილმა. მათგან ყველაზე ხანდაზმული წყვილის ასაკი იყო 80 და 77 წელი. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღე, საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG