Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენაკში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი დააკავეს


სენაკში ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი დააკავეს. საილუსტრაციო ფოტო
სენაკში ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი დააკავეს. საილუსტრაციო ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ სენაკში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული 28 წლის პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

ბრალდება, რასაც მას ედავებიან, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული პარასკევს, 26 იანვარს სენაკში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, „ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

პოლიციის თანახმად, ის ყაჩაღობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს და „დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს“.

XS
SM
MD
LG