სერბეთში მემარჯვენეთა მომხრეების საპროტესტო გამოსვლა
შაბათს, საყოველთაო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ასობით ადამიანი შეიკრიბა ბელგრადში, სერბეთის პარლამენტის შენობასთან. საპროტესტო აქცია გამართა მემარჯვენე ფრთის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სრდიან ნოგომ, რომელიც აცხადებს, რომ კენჭისყრა უკანონოა. ზოგმა დემონსტრანტმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადა, მაგრამ პოლიციამ შეაჩერა ისინი და მხოლოდ ნოგომ მოახერხა შესვლა. სერბეთის ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს. მათი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებულმა ზომებმა დააბრკოლა სამართლიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"