Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანური ენა იკარგება


ანდრია ფალიანი.
ანდრია ფალიანი.

სვანეთში დარდობენ, რომ ახალგაზრდობა სვანურად აღარ ლაპარაკობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, სვანური სალაპარაკო ენა დაიკარგება.

„უკვე დადგა დღის წესრიგში სვანური ენის დაკარგვის საფრთხე. ძალიან უჭირთ სვანური ბავშვებს, ოჯახში თუ აღარ ლაპარაკობენ სვანურად, არ იციან. ჩემს დროს სკოლაში რომ მივდიოდით, მაშინ ვსწავლობდით ქართულს, ახლა პირიქით, სვანური გვაქვს სასწავლი“, - ამბობს ლენჯერის მკვიდრი, ფილოლოგი ნარგიზ ნიგურიანი.

სვანური ქართველურ ენებს მიეკუთვნება, თუმცა ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებები, რომლებიც არც ქართულში და არც მეგრულ-ლაზურში არ გვხდება. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკონოლოგიის განყოფილების გამგე, სვანური ენის სპეციალისტი მერაბ ჩუხუა ამბობს, რომ სვანური არქაული ენაა და ქართულის რეკონსტრუქციის თვალსაზრისით, სვანურს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

მერაბ ჩუხუა სვანური ენის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:04 0:00

90 წელს გადაცილებული გოგუცა ხერგიანი სვანურად არათუ ლაპარაკობს, ლექსებსაც წერს, მაგრამ მასაც მიაჩნია, რომ ახლო მომავალში სვანურად შესაძლოა აღარავინ ისაუბროს.

„სვანური ენა ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. დღესაც კი, სვანურად რომ ვლაპარაკობ, ნახევარი სვანურია და ნახევარი - ქართული. მე რომ ვიცი სვანური სიტყვები, ჩემმა შვილმა იმდენი უკვე აღარ იცის, იმის შვილმა - კიდევ უფრო ცოტა. არ იქნება ურიგო, სკოლებში რამდენიმე საათი სვანური ისწავლებოდეს“, - ამბობს ის.

გოგუცა ხორგუანი კითხულობს საკუთარ ლექსს
please wait

No media source currently available

0:00 0:02:16 0:00

გოგუცას ოჯახში ცდილობენ, ბავშვებს მეტწილად სვანურად ელაპარაკონ. 4 წლის ანდრია ფალიანიც სვანურ ლექსებზე გაზარდეს.

ანდრია ფალიანი
please wait

No media source currently available

0:00 0:02:06 0:00

ნარგიზა ნაგერიანი ამბობს, რომ სვანური ენას სახელმწიფოს მასშტაბური პოლიტიკა თუ გადაარჩენს: „ადგილობრივი ფოლკლორი სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. ბავშვს სმენა უვითარდება სკოლის ასაკში, მერე უკვე აღარ“.

მერაბ ჩოხუა კი მიიჩნევს, რომ სვანურიც და მეგრულ-ლაზურიც, ისევე როგორც ქართული ენის დიალექტები, საქართველოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლებად უნდა გამოცხადდეს და მათზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG