Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკეთე, სილამაზე, "შევარდენი"


სიკეთე, სილამაზე, "შევარდენი"
please wait

No media source currently available

0:00 0:25:17 0:00

„ძალა ლომისა, აღმაფრენა შევარდნისა“ - ასეთი დევიზი შეირჩა საქართველოში 100 წლის წინ შექმნილი სპორტსაზოგადოებისათვის, რომელსაც ორ წელიწადში უკვე 10 ათასამდე წევრი ჰყავდა. ეს იყო „შევარდენი“, რომლის დამფუძნებლებმაც - მათ შორის გიორგი ნიკოლაძემ და გიორგი ეგნატაშვილმა - აიტაცეს 1862 წელს პრაღაში შექმნილი ორგანიზაციის, „სოკოლის“, იდეა: სპორტის, გამოსვლა-შეჯიბრებების, დისკუსიების მეშვეობით ადამიანების ფიზიკურად, მორალურად და გონებრივად განვითარება. რას მიაღწიეს „სოკოლმა“ და „შევარდენმა“? რა ბედი ეწიათ მათ? ანტიკური საბერძნეთის იდეალები მე-19 საუკუნის პრაღაში: ტანვარჯიშული საზოგადოება „სოკოლი“ და მისი მიმდევრები. რა დაგვრჩა საქართველოში სპორტსაზოგადოება "შევარდნის" დაარსებიდან 100 წლის შემდეგ? ინტერვიუ საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობის ასოციაცია "ლასკა-პრაღის" დამფუძნებელ იოსებ ბეჟაშვილთან. “თავისუფლების #კითხვები”: რა ვიცით თავისუფლების ქარტიის შესახებ? „შინ - უცხოეთში“: როგორ დააარსა ჩოგბურთის აკადემია მადრიდში გიორგი მარგიშვილმა. რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

XS
SM
MD
LG