Accessibility links

სიყვარული და შრომა - შრომაში


სიყვარული და შრომა - შრომაში
please wait

No media source currently available

0:00 0:09:04 0:00

ყველაფერი დაიწყო ხუთი წლის წინ, როცა მარიამ ჩხაიძეს და გალაქტიონ ერისთავს ერთმანეთი შეუყვარდათ. მარი - გურიაში, სოფელ შრომაში იზრდებოდა, გალა თბილისში - თავისი სოფელი არც ჰქონია. შრომაში გადაცხოვრების და მარის ბავშვობის ეზოში ჟოლოს ხეივნის გაშენების გადაწყვეტილება მარტივად მიიღეს.

ყველაფერი დაიწყო ხუთი წლის წინ, როცა მარიამ ჩხაიძეს და გალაქტიონ ერისთავს ერთმანეთი შეუყვარდათ. მარი - გურიაში, სოფელ შრომაში იზრდებოდა, გალა თბილისში - თავისი სოფელი არც ჰქონია. შრომაში გადაცხოვრების და მარის ბავშვობის ეზოში ჟოლოს ხეივნის გაშენების გადაწყვეტილება მარტივად მიიღეს - ასე გაჩნდა „ჟოლოვანი“.

ჟოლოვანს მალე ორი ბავშვი მოჰყვა - ჯერ ილი, მერე დაიჩი. მათ პარალელურად კი შრომის სახლმა და ეზომ ნელ-ნელა თავისით მოირგო რეზიდენციის როლი. ადგილის, სადაც მუდმივად არის სტუმარი - მწერლები, მხატვრები, მარის და გალას მეგობრები, ვისაც მათსავით განმარტოება და შექმნა სურთ.

ასე გაჩნდა წელს მათ ეზოში ბამბუკისგან შექმნილი კინოთეატრი, გობელენის საქსოვი ჩარჩო და რაც მთავარია, „კანფეტის წრიული ბაღის“ (კანფეტის ხე შუაგულ ეზოში დგას) გაშენების იდეა.

ახლა მარი და გალა ბიჭების წამოზრდას და ბაღში გაშვებას ელიან, რომ დაწყებული საქმე ძველი ტემპით გააგრძელონ და აკეთონ ის, რაც უყვართ - შეისწავლონ მცენარეები, მისცენ სივრცე ხელოვან ხალხს, მოიყვანონ ჟოლო და თავიანთი ცოდნა ადგილობრივებსაც გაუზიარონ. და უბრალოდ, იყვნენ ბედნიერები იქ, სადაც თავისუფლებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG