Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სოკოლი“, რომელიც ჩეხებისათვის სპორტზე მეტია


არც მეტი და არც ნაკლები - სილამაზე და სიკეთე იყო იდეალები მოძრაობისა, რომელმაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ათასობით ადამიანი მიიზიდა ჯერ პრაღასა და მიმდებარე რეგიონებში, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა, საქართველოს ჩათვლით. ამ მოძრაობას „სოკოლი“ დაერქვა - „შევარდენი“, როგორც ძალისა და თავისუფლების სიმბოლო.

„ჩვენს წინაშეა „სოკოლის“ წევრის ჩვეულებრივი კოსტიუმი, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა გამოჩენილი ჩეხი მხატვრის, იოზეფ მანესის, ესკიზით“, - გვიხსნის ტირშის მუზეუმის თანამშრომელი მარცელა იანუხოვა. როგორც გაირკვა, ამ უნიფორმას „სოკოლის" წევრები დღესაც ატარებენ სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიების დროს. „მაგალითად, ეს ფორმა შეგეძლოთ გენახათ „სოკოლის“ მე-16 ყრილობაზე, რომელიც პრაღაში წელს ივლისში გაიმართა“.​

ჩეხი ენთუზიასტების ბერძნული „კალოკაგათია“

პრაღის ცენტრში მდებარე ბაროკოს სტილის ეს სასახლე, რომელიც მოძრაობა "სოკოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის,მიროსლავ ტირშის, სახელს ატარებს, ჩეხებისათვის ისეთივე ძვირფასია, როგორც ერის იდენტობასთან დაკავშირებული სხვა ძეგლები. 1862 წელს წამოწყებული ფიზკულტურული მოძრაობა მე-19 საუკუნის ბოლოს სწორედ პღარიდან გავრცელდა მაშინდელ ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შემავალ მრავალ ქვეყანაში. სილამაზის, სიკეთისა და თანასწორობის იდეალებით გამსჭვალულ ჩეხ ენთუზიასტებს მიმდევრები მალე გამოუჩნდნენ ამერიკის კონტინენტზე და რუსეთის იმპერიაში.

„ჩეხეთის სოკოლი“ თავდაპირველად კონსერვატიულად ეკიდებოდა თავის რიგებში ქალების მიღების საკითხს, თუმცა მოგვიანებით მიდგომა შეიცვალა. მე-20 საუკუნის დასწყისში „სოკოლში“ უკვე მასობრივად დაიწყეს გაწევრიანება სტუდენტმა გოგონებმა.

„სოკოლის“ ბევრი მწვრთნელი ჩადიოდა რუსეთში, მოსკოვში, სადაც „სოკოლის“ მოძრაობა თავდაპირველად დაარსდა, იქიდან კი გავრცელდა აზერბაიჯანსა და საქართველოში. ფიზკულტურული „სოკოლის“ ჯგუფები შეიქმნა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში", ამბობს კატერინა პოჰლოვა,"სოკოლის" ისტორიულ-დოკუმენტური ცენტრის თანამშრომელი. "სოკოლის" იდეალები აღებული იყო ანტიკური საბერძნეთიდან, ეს იყო ე.წ. კალოკაგათია, რომელიც გულისხმობს სილამაზეს - როგორც ფიზიკურს, ისე სულიერს.

„ჩეხეთის სოკოლი“ თავდაპირველად კონსერვატიულად ეკიდებოდა თავის რიგებში ქალების მიღების საკითხს, თუმცა მოგვიანებით მიდგომა შეიცვალა. მე-20 საუკუნის დასწყისში „სოკოლში“ უკვე მასობრივად დაიწყეს გაწევრიანება სტუდენტმა გოგონებმა. „სოკოლის“ წევრები ერთმანეთს მიმართავდნენ შენობით. ემანსიპაციას ხაზს უსვამდა „ჩეხეთის სოკოლის“ წევრი ქალების ჩაცმულობაც საჯარო ვარჯიშებზე.

„სოკოლი“ და ოპერაცია „ანთროპოიდი“

„სოკოლი“, პირველ რიგში, ფიზიკური კულტურის პოპულარიზაციას ემსახურებოდა - თითქოს, პოლიტიკურად ნეიტრალურ მიზანს, თითქოს, უწყინარი იყო. და მაინც: მეოცე საუკუნის დიქტატორები - ფაშისტებიც და კომუნისტებიც - მოძრაობას უმოწყალოდ დევნიდნენ.

1948 წლის აღლუმზე "სოკოლის" წევრებმა ზურგი შეაქციეს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტ ლიდერს, კლიმენტ გოტვალდს. ამის გამო „სოკოლი“ აიკრძალა, დაიშალა და გადაკეთდა სხვა სატანვარჯიშო ორგანიზაციად. "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ, 1990 წელს, მან კვლავ განაახლა მუშაობა.

ამას თავისი მიზეზი აქვს. ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის დროს "სოკოლის" წევრები ეხმარებოდნენ "ანთროპოიდში" მონაწილე ჩეხ და სლოვაკ პატრიოტებს, რომლებმაც 1942 წლის 27 მაისს მოწყობილი თავდასხმის შედეგად სიცოცხლეს გამოასალმეს მორავიისა და ბოჰემიის პროტექტორი, ნაცისტური გერმანიის მაღალი რანგის ფუნქციონერი რაინჰარდ ჰაიდრიხი. "სოკოლის" მრავალი წევრი გესტაპომ დააპატიმრა და საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნა, ხოლო თავად მოძრაობა აიკრძალა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეანიმირებული მოძრაობა მალე ახალი რეპრესიების მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც 1948 წლის აღლუმზე "სოკოლის" წევრებმა ზურგი შეაქციეს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტ ლიდერს, კლიმენტ გოტვალდს.

ამის გამო „სოკოლი“ აიკრძალა, დაიშალა და გადაკეთდა სხვა სატანვარჯიშო ორგანიზაციად. ასე რომ, „სოკოლი“,ფაქტობრივად, აღარ არსებობდა 1989 წლამდე. "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ, 1990 წელს, მან კვლავ განაახლა მუშაობა.

განახლებული მოძრაობა "სოკოლი", შეიძლება ითქვას, აღორძინების გზაზეა. საკუთრივ ჩეხეთის რესპუბლიკაში 160 ათასი კაცია გაერთიანებული იმავე იდეალებით, რომლებიც "სოკოლს" საფუძვლად დაედო საუკუნე-ნახევრის წინ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG