ეს ხიდი აკავშირებდა შენაქოსა და დიკლოს ომალოსთან და ბართან.
„უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მკაცრად აკრძალულია დაზიანებულ საგზაო მონაკვეთთან ტრანსპორტით მიახლოება, ვინაიდან გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ დინამიკურია“, - აცხადებენ „თუშეთის დაცული ლანდშაფტის“ ადმინისტრაციაში.
როდის აღდგება მოძრაობა უცნობია.
„თუ იმყოფებით სოფელ შენაქოს ან დიკლოს ტერიტორიაზე, გთხოვთ, დარჩეთ სახლში, საოჯახო სასტუმროებში და თავი შეიკავოთ ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„თუშეთის დაცული ლანდშაფტის“ ფეისბუკგვერდზე, სადაც ხიდთან მისასვლელის დაზიანებაზეა საუბარი, მოსახლეობა წერს, რომ ამ მონაკვეთს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა:
- „ეს ხიდი შარშან რომ გაკეთდა და ხალხი გეუბნებოდათ, ერთ სეზონსაც ვერ გაუძლებსო, ინტრიგანები ეძახეთ! ვინ ყოფილა მართალი?“
- „ზუსტად ამ ადგილის ფოტოები ვრცელდებოდა, როცა გააკეთეს ეს ხიდი - რა ძალიან პატარაზეა დაყრდნობილიო, წერდა ხალხი... აი, შედეგიც!“
- „შარშან გაკეთებულია, მგონი. ერთჯერადია. ვაი ჩვენს მთავრობას და ვინც გააკეთა“.
ფორუმი