Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტივ კერიმ ქართველ მწვრთნელებს ონლაინ-სემინარი ჩაუტარა


Georgia -- Steve kerr
Georgia -- Steve kerr

ვეტერანმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ თავისი საკალათბურთო აკადემიის მწვრთნელებს საინტერესო ონლაინ-სემინარი მოუწყო. დამსწრეთ სამწვრთნელო ფილოსოფიაზე „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ესაუბრა. აკადემიის ფეისბუქ-გვერდის ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ცნობილმა სპეციალისტმა ქართველ მწვრთნელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ყველაზე დიდ წარმატებებს სტივ კერის გუნდში თამაშისას მიაღწია - „გოლდენ სტეიტში“ 2016-17 და 2017-18 წლების სეზონებში გამოდიოდა და ორივეჯერ საჩემპიონო ქამარს დაეუფლა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG