Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუპერ სავსე მთვარის დაბნელება თბილისიდან


21 იანვარს გამთენიისას საქართველოდან იშვიათი ასტრონომიული მოვლენის დაკვირვება შეიძლებოდა. თბილისის დროით 6.30 წუთზე სუპერ სავსე მთვარის დაბნელება დაიწყო.

მთვარის დაბნელებაზე დაკვირვება წელიწადში 2-ჯერ შეიძლება. ამჯერად სავსემთვარეობის დღეები სწორედ იმ მომენტს დაემთხვა, როდესაც მთვარე და დედამიწა მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ერთმანეთს.

ამ იშვიათი მოვლენის დროს მთვარეს დედამიწის ატმოსფეროდან არეკლილი მზის სხივები ხვდება, რის გამოც დედამიწის თანამგზავრი მეწამულ შეფერილობას იღებს. ეს ვიზუალური ეფექტი საქართველოში არ ჩანდა, რადგან სრული დაბნელების დაწყების მომენტიდან მზე მალევე ამოვიდა, მთვარე კი ჩავიდა.

სუპერსავსე მთავრის დაბნელბა წელს შეუიარაღებელი თვალით ჩანდა ევროპის, ამერიკის, აფრიკისა და აზიის სხვადასხვა წერტილიდან.

ეს ფოტოები თბილისში, მშრალი ხიდიდან ასტროფოტოგრაფმა ბექა მამუკაშვილმა გადაიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG