Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოლსტოის „კროიცერის სონატა“


ტოლსტოის „კროიცერის სონატა“
please wait

No media source currently available

0:00 0:28:59 0:00
გადმოწერა

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „ლიტერატურა და მუსიკა“ გთავაზობთ საუბარს ნაწარმოებზე, რომელშიც ლიტერატურისა და მუსიკის გიგანტები, ლევ ტოლსტოი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი შეხვდნენ ერთმანეთს; ესაა ტოლსტოის 1890 წელს გამოცემული სკანდალურად ცნობილი მოთხრობა, რომელსაც „კროიცერის სონატა“ ეწოდება. ბეთჰოვენის ამ სონატას ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის თავიდანვე დაჰყვა სკანდალი: კომპოზიტორმა იგი ბარბადოსული წარმომავლობის ბრიტანელ მევიოლინეს, ჯორჯ ბრიჯთაუერს მიუძღვნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ავად მოიხსენია ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ბეთჰოვენი დიდად აფასებდა, განრისხებულმა კომპოზიტორმა აზრი შეიცვალა და თავისი შედევრი ახლა ფრანგ მევიოლინეს, როდოლფ კროიცერს მიუძღვნა. რაც შეეხება ტოლსტოის მოთხრობას, იგი ცენზურამ აკრძალა და მხოლოდ მწერლის მეუღლის თხოვნის შემდეგ დართო ნება იმპერატორმა ალექსანდრ მესამემ, რომ იგი გამოექვეყნებინათ, ოღონდ მხოლოდ მწერლის ტომეულებში. მოთხრობა ეხება ოჯახისა და სექსის პრობლემას და იმ გასაოცარ გავლენას, რომელსაც ტოლსტოის აზრით, მუსიკა ახდენს ადამიანზე. რამდენად გულწრფელია საზოგადოება, რომელსაც ქორწინებამდელი სქესობრივი ურთიერთობები მორალურად დასაშვებად მიაჩნია; აქვს თუ არა უფლება ადამიანს, ცოლქმრული ღალატი სისხლის სამართლის დანაშაულით „აღკვეთოს“; მართალი იყო თუ არა დიდი რომაელი პოეტი ოვიდიუსი, როდესაც ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტმა რომაელმა ცოლის ღალატი არც უნდა შეიმჩნიოს; არის თუ არა ჩადებული ბეთჰოვენის „კროიცერის სონატაში“, განსაკუთრებით მის ყველაზე უფრო დიონისურ, პირველ ნაწილში აკრძალული ურთიერთობის აღმძვრელი გენიალური, სატანური ბიძგი; რატომ აიკრძალა მოთხრობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG