Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმი და „ოვერტურიზმი“


ტურიზმი და „ოვერტურიზმი“
please wait

No media source currently available

0:00 0:25:17 0:00

არსებობს ქალაქები, რომლებიც იმდენ ადამიანს უყვარს, რომ ამ სიყვარულით „კლავს“ მათ. ტურისტების მოზღვავების შედეგად ქალაქის გადატვირთვამ და ცხოვრების გაძვირებამ, მაგალითად, ვენეციის მოსახლეობის დიდი ნაწილი განდევნა ცენტრიდან გარეუბნებსა და სხვა ქალაქებში. ვენეცია შეიძლება, უკიდურესი მაგალითი იყოს, მაგრამ ბევრ სხვა ქალაქშიც ხედავენ „ოვერტურიზმის“ (ანუ, ჭარბი რაოდენობის ტურისტებთან დაკავშირებულ) საფრთხეს - ტურიზმის მრავალი დადებითი მხარის მიუხედავად. პრაღის შემთხვევაში ზღვრად არის დადგენილი წელიწადში 10 მლნ ტურისტის მიღება. რას გვასწავლის სხვა ქვეყნების გამოცდილება? • რა შეიძლება ისწავლოს თბილისმა ტურიზმში სხვა ქალაქების გამოცდილებიდან? • ტურიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე • ინტერვიუ ჩეხეთში „საქართველოს მეგობართა ასოციაციის“ თანადამფუძნებელთან, ივანა ბურსიკოვასთან • თავისუფლების #კითხვები: რამდენს ხარჯავენ ტურისტები საქართველოში? • შინ - უცხოეთში: რას და როდის ხატავს სამი შვილის დედა, როსკილდეს საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ნანა ყუფარაძე

XS
SM
MD
LG