Accessibility links

უფლებადამცველები სოლიდარობას უცხადებენ თბილისის მეტროს მემანქანეებს. „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი,“ „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი“ და „აუდიტორია 115“, მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ დღეს მეტროპოლიტენის თანამშრომლების მხარდასაჭერად აქციას მართავენ.

მეტროს მემანქანეები უკვე რამდენიმე კვირაა წინასაგაფიცვო რეჟიმში იმყოფებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს პროფკავშირს „ერთობა 2013“-ს ერთ თვეში ორჯერ შეუზღუდა სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება - 3 მაისს ერთი თვით, 21 მაისს კი განუსაზღვრელი ვადით.

​სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადების საფუძველზე. ამ კომპანიასა და „ერთობა 2013“-ს შორის უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს შრომითი დავა. პროფკავშირი „ერთობა 2013,“ რომელიც მეტროს 250 თანამშრომელს აერთიანებს, მოითხოვს მემანქანეთა შრომის საათობრივი აზაღაურების გაზრდას 7-დან 10 ლარამდე. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ხელფასის გაზრდის საბიუჯეტო რესურსი არ არსებობს.

სხვაგვარად ფიქრობენ უფლებადამცველები.

მეტროს მემანქანეები, რომელთა საშუალო ხელფასი 1150 ლარია, მიუთითებენ, რომ არსებული ანაზღაურება არ შეესაბამება მათ ყოველდღიურ გარემო პირობებს, სამუშაო ციკლს და პასუხისმგებლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე გეგმავენ გაასაჩივრონ სასამართლოს განჩინება მეტროს მემანქანეთათვის გაფიცვის უვადო შეზღუდვაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG