Accessibility links

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში 6747 მოქალაქე დაბრუნდა


2020 წლის 19 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 8410 მოქალაქეს, ხოლო მთავრობის ხელშეწყობით, სამშობლოში დაბრუნდა 6747 მოქალაქე. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქეების ბოლო ნაკადი სამშობლოში თელავივიდან 18 აპრილს, საღამოს დაბრუნდა.

უწყების ინფორმაციითვე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.

„მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება",-ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG