Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკვდავი ანა კალანდაძე


რადიო თავისუფლების „წიგნები“ და მისი რუბრიკა „ქართული“ გთავაზობთ საუბარს ქართული პოეზიის შესანიშნავ წარმომადგენელზე, დახვეწილ, სათუთ და დიდოსტატ პოეტზე, ანა კალანდაძეზე.

რუბრიკა „ქართულს“ გაუჩნდა ქვერუბრიკა „მთაწმინდელები“. ანა კალანდაძე ოცდამეერთე საუკუნის დიდი მთაწმინდელია. იგი ერთადერთი ქალი პოეტია ჩვენს უკვდავ მთაწმინდელებს შორის. ანა კალანდაძე უაღრესად მოკრძალებული პიროვნება იყო, მთელი ცხოვრება ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად გაატარა, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ეს, ალბათ, მსოფლიოს ერთადერთი აკადემიკოსი იყო, ერთოთახიან ბინაში რომ ცხოვრობდა.

ამავე დროს, ანა კალანდაძე, როგორც პოეტი, აბსოლუტურად არ იყო მოკრძალებული; ის იყო სადა, დახვეწილი, სათუთი, მაგრამ, ამავე დროს, თამამი და მის პოეზიას დაჰკრავდა ძველი ქართული ენის ოდნავ შესამჩნევი სიო…

XS
SM
MD
LG