Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე


ირაკლი ქურციკიძე
ირაკლი ქურციკიძე

12 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ირაკლი ქურციკიძის დაღუპვა.

"უძლიერესი და უნიჭიერესი ქართველი ოფიცერი დაეცა გმირულად ორი დღის უკან, უბრალოდ არ ვწერდით იქამდე, სანამ ოჯახი არ გაიგებდა. ირაკლი ქურციკიძე უდიდესი სახელი დატოვე უკრაინაში, ძმაო, საქართველოს სასახელოდ..." - წერს ფეისბუკზე უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე.

2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში, დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG