რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, მილიონობით ადამიანის ცხოვრება თავდაყირა დააყენა და თან მოიტანა ნგრევა და სიკვდილი.
რადიო თავისუფლება გასული წლის ყველაზე დასამახსოვრებელ ფოტოებს გთავაზობთ.
რუსეთის ომი უკრაინაში: ერთი წელი ფოტოებში
21
უკრაინელი ჯარისკაცი, რომელსაც ხელში საზამთრო უჭირავს, დონეცკის რეგიონის ფრონტის ხაზზე, 2022 წლის 3 სექტემბერს. საზამთრო უკრაინის შეიარაღებული ძალების ქალაქ ხერსონის გასათავისუფლებელი კონტრშეტევის სიმბოლოდ იქცა. ხერსონი რუსეთის ჯარებმა მარტში დაიკავეს.
22
ქალი ცდილობს თავისი ძაღლი გაათბოს ქალაქ კივშარივკაში, 2022 წლის 16 ოქტომბერს. მოსახლეობას არ ჰქონდა გაზი, დენი და წყალი.
23
ირანული „კამიკაძე დრონი“ მოქმედებაში. კიევი, 17 ოქტომბერი, 2022.
24
ხარკოვის სასაფლაოზე კრძალავენ უკრაინელ ჯარისკაცს, 22 წლის ვადიმ ბერეგნის. 2022 წლის 17 ოქტომბერი.
25
მოხუცებული წყვილი საფრონტო ქალაქ ბახმუტში, 2022 წლის 27 ოქტომბერს. ქალაქს რუსეთის ჯარები თვეების განმავლობაში უტევენ.
26
უკრაინელი არტილერისტები ბახმუტის მახლობლად. 2022 წლის 20 ნოემბერი.
27
კიევის ჩაბნელებული ქუჩები, 2022 წლის 14 დეკემბერი.
28
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მაშინდელი სპიკერი, ნენსი პელოსი უკრაინის დროშით ხელში. ბახმუტში მებრძოლი ჯარისკაცების მიერ ხელმოწერილი დროშა ამერიკელ კანონმდებლებს საჩუქრად გადასცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წლის 21 დეკემბერს, კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
29
უკრაინელი კაცი, რომლის ცოლიც 2023 წლის 25 იანვარს დაიღუპა ზაპოროჟიეს დაბომბვის დროს.
30
ბავშვები დგანან კრატერთან, რომელიც რუსეთის რაკეტამ დატოვა კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ჰლევახაში, 2023 წლის 26 იანვარი.