24 აგვისტოს კიევში სამხედრო აღლუმი გაიმართა უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით. სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. ოდესაში გაიმართა სამხედრო-საზღვაო აღლუმი.
უკრაინა დამოუკიდებლობის 30 წლისთავს ზეიმობს
1
ტანკები კიევში, ხრეშჩატიკზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე.
2
უკრაინის ჯარისკაცები პატივს მიაგებენ ქვეყნის ეროვნულ დროშას. კიევი, 24 აგვისტო.
3
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე.
4
სამხედრო მედოლეები ხრეშჩატიკზე.
5
უკრაინელები სამხედრო აღლუმს ადევნებენ თვალს დამოუკიდებლობის მოედანზე (მაიდანზე).
6
უკრაინის ჯარისკაცები ქვეყნის ეროვნული დროშით დამოუკიდებლობის მოედანზე.
7
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები პეტრო პოროშენკო (მარჯვნიდან მეორე), ვიქტორ იუშჩენკო (ცენტრში) და ლეონიდ კუჩმა (მარცხნიდან მეორე) დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე კიევში.
8
მსოლიოში უდიდესი სატრანსპორტო თვითმფრინავი, უკრაინული An-225 Mriya კიევის თავზე.
9
უკრაინელი ჯარისკაცები ხრეშჩატიკზე.
10
უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკები კიევის ქუჩებში.