Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცვლელი სურათი გმირთა მემორიალთან


უცვლელი სურათი გმირთა მემორიალთან
please wait

No media source currently available

0:00 0:02:10 0:00

1992-93 წლებში 13-თვიან ომს აფხაზეთში 30 ათასამდე ადამიანი შეეწირა. 300 ათასზე მეტი - დევნილად იქცა. ეს ტერიტორია ისევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელმაც ომიდან 15 წლის შემდეგ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

უკვე 25 წელია, ყოველ 27 სექტემბერს, გმირთა მოედანზე, ომში
დაღუპული გმირების მემორიალთან ეს სცენა არ იცვლება - ჯერ
აფხაზეთიდან დევნილები იკრიბებიან, ძირითადად სოხუმლები,
შაოსანი დედები ომში დაღუპული შვილების ფოტოებით და
სანთლებით მოდიან, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ომის ვეტერანები
ჯგუფად დგანან, უკრავს ორკესტრი, მწკრივში ჩამდგარი
პოლიტიკოსები, გვირგვინებით ხელში, მემორიალს მძიმედ
უახლოვდებიან და საქართველოს გაერთიანებასა და ომში დაღუპულ
გმირებზე ლაპარაკობენ. ამ 25 წელში მემორიალთან მისული
პოლიტიკოსები იცვლებოდნენ, შაოსანი დედების და ვეტერანების
რიცხვი კი თხელდებოდა. 1992-93 წლებში 13-თვიან ომს აფხაზეთში
30 ათასამდე ადამიანი შეეწირა. 300 ათასზე მეტი - დევნილად იქცა. ეს
ტერიტორია ისევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ,
რომელმაც ომიდან 15 წლის შემდეგ აფხაზეთი დამოუკიდებელ
სახელმწიფოდ აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG