Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ვიდეო კომენტარები

უხილავ ქალებთან მხოლოდ ორი საპრეზიდენტო კანდიდატი მივიდა


უხილავ ქალებთან მხოლოდ ორი საპრეზიდენტო კანდიდატი მივიდა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:20 0:00

უხილავი და ორმაგი დისკრიმინაციის სამიზნე - ასე ახასიათებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები თავიანთ თემს. ისინი შეზღუდულად გრძნობენ თავს, როგორც ქალები, და მერე, როგორც შშმ ქალები. ვინაიდან შშმ ქალებმა 4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მისვლა არაადაპტირებული გარემოს გამო ვერ შეძლეს, პრეზიდენტობის კანდიდატები ადაპტირებულ გარემოში, ნაძალადევის მედიათეკაში, მიიწვიეს. კანდიდატების მიპატიჟების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს გახმაურდა, მაგრამ მიპატიჟებული ექვსიდან 13 ოქტომბრის შეხვედრაზე მივიდა მხოლოდ ორი: დავით უსუფაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე. მათ ქალებმა თავიანთი პრობლემები გაუზიარეს და ჰკითხეს, რას ჰპირდებიან ისინი. შშმ ქალებს გული დასწყდათ, რომ მათ მიწვევას არ გამოეხმაურნენ: სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე და შალვა ნათელაშვილი, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ შეხვედრაზე არმისვლით თავადაც ბევრი დაკარგეს.

XS
SM
MD
LG