Accessibility links

ფოტოგალერეა: ბორჯღალოსნების მზადება მსოფლიო თასისთვის

საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას თბილისში გადის. ბორჯღალოსნები იაპონიაში გამგზავრებამდე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ. აქედან ორს თბილისში. 27 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სამხრეთ აფრიკის „საუზერნ კინგსს“ დაუპირისპირდებიან. 31 აგვისტოს კი, „დინამო არენაზე“ შოტლანდიას უმასპინძლებენ.
2019 წლის მსოფლიოს თასი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს D ჯგუფში ოთხ თამაშს ჩაატარებს - ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან.

XS
SM
MD
LG