Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოგალერეა: პიკის საათი მეტროში

პიკის საათებში თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრთა ნაკადს ვერ აუდის. გადატვირთულობა მეტროში მგზავრებისთვის სერიოზული დისკომფორტია. თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მეტროში არსებულ ხალხმრავლობაში პოზიტივებსაც ხედავს: 23 ოქტომბერს ვიცე-მერმა განაცხადა, რომ ხალხმრავლობა მეტროში ნიშნავს იმას, რომ ხალხი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მოხმარებას იწყებს, ქალაქში ნაკლები საცობი იქნება და ჰაერიც ნაკლებად დაბინძურდება. თბილისის ვიცე-მერი ფიქრობს, რომ მგზავრობას 2 საათიც რომ დასჭირდეს, ამ გარემოებების გამო ხალხმრავლობა მეტროში მისასალმებელია.

16x9 Image

მზია საგანელიძე

მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG