Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოგალერეა: ჰელოუინი

ჰელოუინი ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღეს ადამიანები სხვადასხვა ფორმაში გამოეწყობიან ხოლმე, იმართება მსვლელობები, თამაშები, ჰყვებიან საშიშ ამბებს და არც ამ დღის მთავარი სიმბოლო “ჯეკის ფარანი” ავიწყდებათ - განათებული გოგრა, რომელსაც თვალები და პირი აქვს ამოჭრილი.

ამერიკაში ეს დღესასწაული ირლანდიელმა მიგრანტებმა ჩაიტანეს. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე კელტები აღნიშნავდნენ ზაფხულის დასრულების და ზამთრის დაწყების დღესასწაულს, ანუ სამჰეინს. 31 ოქტომბერი ახალი წლის დასაწყისი იყო და მათი რწმენით სწორედ ამ ღამეს იხსნებოდა ცოცხლებისა და მიცვალებულების კარიბჭე, რომლის საშუალებითაც დედამიწაზე გარდაცვლილები ბრუნდებოდნენ. მოჩვენებებისა და მკვდარი სულების მსხვერპლნი რომ არ გამხდარიყვნენ, ძველი კელტები სხვადასხვა მხეცის ტყავში გამოეწყობოდნენ, სახლის გარეთ ტოვებდნენ საკვებს სულებისთვის, თავად კი დიდ კოცონთან გროვდებოდნენ.

დროთა განმავლობაში დღესასწაული გადასხვაფერდა. ქრისტიანულ ხანაში მას ყველა წმინდანის დღეს უწოდებდნენ (ALL SAINT'S DAY, ან ALL HALLOWS EVE), ხოლო ამ დღისათვის ნამცხვრის სანაცვლოდ კარს მომდგარი მთხოვნელი მასპინძელს მათი გარდაცვლილი ახლობლების სულებისთვის ლოცვას ჰპირდებოდა. საბოლოოდ, ამ დღეს სახელად ჰელოუინი (HALLOWEEN) დაერქვა.

ჰელოუინი სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება, ბოლო წლებში კი საქართველოც შეუერთდა მათ რიცხვს.

16x9 Image

მზია საგანელიძე

მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG