Accessibility links

ფოტო: საკონტროლო პუნქტები თბილისის შემოსასვლელებთან

დღეს, დილიდან თბილისის შემოსასვლელ ყველა გზაზე პოლიციის, სამხედრო და სამედიცინო ეკიპაჟები დგას. პოლიცია ყველა იმ მანქანას აჩერებს, სადაც მძღოლი გამკაცრებულ წესებს არღვევს, მაგალითად, გვერდით მგზავრი უზის. რეაგირება თბილისში შემოსასვლელ სხვადასხვა გზაზე სხვადასხვანაირია.

მცხეთიდან მომავალ წესების დამრღვევ მძღოლსა და მგზავრს ტემპერატურას უზომავდნენ, მანქანას ხსნარით ამუშავებდნენ და მოსალოდნელი ჯარიმის შესახებ აფრთხილებდნენ. რადიო თავისუფლების გადამღები ჯგუფის ადგილზე ყოფნის დროს, რუსთავიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე მოქალაქეებს მხოლოდ ტემპერატურას უსინჯავდნენ, კახეთიდან დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე კი წინ მჯდომ მგზავრებს მანქანის უკანა სავარძელზე გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG