Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან ვაშაკიძე "ციფრული ტრანსფორმაციის" პროექტზე


ქეთევან ვაშაკიძე "ციფრული ტრანსფორმაციის" პროექტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:41:46 0:00

1 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ქეთევან ვაშაკიძე, "ევროპის ფონდის" პრეზიდენტი. მან ილაპარაკა ესტონეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივ პროექტზე - "ციფრული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარების გზაზე". პროექტის პრეზენტაცია ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში, გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შედგა. ესტონეთმა, რომელსაც ელექტრონული მმართველობის საუკეთესო გამოცდილება აქვს, აიღო ინიციატივა აქტიურად ითანამშრომლოს UNDP-სთან, რომ განვითარებად ქვეყნებს დაეხმაროს გაციფრულების პროცესში. ქეთევან ვაშაკიძემ ილაპარაკა რა კავშირია ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციას, ელექტრონული მმართველობის განვითარებას, გამჭვირვალებასა და მოქალაქეებისთვის თანასწორი გარემოს შექმნას შორის. საქართველოში იზრდება ინტერნეტთან წვდომა, თუმცა, ეს გეოგრაფიულად და სოციალურად უთანაბროდ ხდება.

XS
SM
MD
LG