Accessibility links

"მას აღენიშნება მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების უმოძრაობა, შესაბამისად, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება"


ქეთი ჩუთლაშვილი, EMC-ს სისხლის სამართლის ადვოკატი

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე, რომელზე მსჯელობასაც 5 მარტს შეუდგა თბილისის საქალაქო სასამართლო. შემდეგი სხდომა 17 მარტს გაიმართება. „დილის საუბრების“ სტუმარი განმარტავს, რას ნიშნავს სასჯელის გადავადება:

„განაჩენის აღსრულების გადავადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის გათვალისწინებული და მოიცავს ისეთ შემთხვევას, როცა მძიმე ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის ყოფნა სასჯელის მოხდის პირობების გათვალისწინებით შეუძლებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მიზანშეწონილია, რომ მან დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, მიეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება და მხოლოდდამხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესდება ან საერთოდ გამოჯანმრთელდება, ამის შემდგომ დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ეს მექანიზმი არ გულისხმობს სასჯელისგან გათავისუფლებას“.

რაც შეეხება გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ქეთი ჩუთლაშვილი ასე აღწერს:

„დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 2019 წლის 15 თებერვლიდან, როცა ის სასჯელს იხდიდა N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამის შემდეგ გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც შედგა კონსილიუმი, რომელმაც დაადგინა, რომ მას ჰქონდა გარკვეული ფსიქიატრიული დიაგნოზი და მკურნალობის გარკვეული გეგმა შეიმუშავა, მიუხედავად ამისა, პენიტენციურმა სამსახურმა მოულოდნელად 22 თებერვალს დეკანოზი გადაიყვანა N18-ე სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ამ დრომდე არის განთავსებული. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან ამ დრომდე მას აღენიშნება მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების უმოძრაობა, შესაბამისად, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, იმყოფება მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში. როცა ადვოკატები შევდივართ მის სანახავად, ყოველთვის საკაცით ჩამოჰყავთ შეხვედრის ოთახში“.

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არის ექსპერტიზის სამი დასკვნა. პირველი დასკვნა არის სამედიცინო კონსილიუმის. მეორე არის სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ორმა ექსპერტმა შეაფასა მისი მდგომარეობა და ორივემ ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაც კონსიულიუმმა დაადგინა და მათ მიუთითეს, რომ ის ვერ იღებდა ადეკვატურ მკურნალობას. მესამე ექსპერტიზა არის 2019 წლის 11 დეკემბრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული. მატი დასკვნის მიხედვით დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და შეუთავსებელია სასჯელის მოხდის პირობებთან. ექსპერტთა ჯგუფი გასცემს მკაფიო რეკომენდაციას სასჯელის გადავადებაზე:


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG