Accessibility links

logo-print logo-print

ქვემო ქართლში ყველა ბაზრის დეზინფექცია ტარდება


"სტამბოლის ბაზრის" ტერიტორია (ფოტო რადიო თავისუფლების არქივიდან)

როგორც რადიო თავისუფლებას ბაზრის ადმინისტრაციაში უთხრეს, დამუშავდება 3000 კვ.მ. ფართობის დახურული სივრცე - როგორც ტანსაცმლის, ისე საჭმელი პროდუქტების სექცია.

"დეზინფექციას, კერძო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი სახსრებით და რეკომენდაციების შესაბამისად ვატარებთ", - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაზრის ვეტსამსახურის უფროსმა გურამ სირბილაძემ. დამუშავდება 500-მდე მოვაჭრის დახლი, რისთვისაც ბაზრის ადმინისტრაცია 1700 ლარს გადაიხდის. ბაზრის ყველაზე დიდი დახურული სივრცეები 14 მარტს დილიდან გაიხსნება.

ბაზრის ტერიტორიაზე ათობით სხვა სავაჭრო ობიექტი და სახელოსნოა. ვაჭრობენ ღია სივრცეშიც. ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას დეზინფექციის ჩატარება მოსთხოვეს, თუმცა როდის ჩაატარებს, არ იცის.

"სტამბოლის ბაზრის" ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტერიტორიაზე დახლები და სხვა შენობები კერძო და იურიდიულ პირებს აქვთ შესყიდული. ამდენად, ისინი ვერ აიძულებენ ამა თუ იმ ობიექტის დამუშავებას. თავის მხრივ, ვეტსამსახურის უფროსმა გურამ სირბილაძემ განაცხადა, რომ დეზინფექცია ცალკეულმა სავაჭრო ობიექტებმა თავიანთი სახსრებით დაიწყეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG