Accessibility links

„ქიმსექსი“ და ზიანის შემცირება


26-27 მარტს თბილისში გაიმართება ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია, რომლის მონაწილეები არიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მკვლევარები, ნარკოტიკების მომხმარებელთა თემი და აქტივისტები. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ამ კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი თაბაგარი, ლაპარაკობს ზიანის შემცირების პრობლემაზე ლგბტ ჯგუფებში, იმაზე, თუ რა სპეციფიკური პრობლემები ახლავს თან ნარკოტიკების მოხმარებას სექსუალურ უმცირესობებში, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც, გიორგი გვახარიას სტუმრის თქმით, გრძელდება რეპრესიებზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა.

„ქიმსექსი“ და ზიანის შემცირება
please wait

No media source currently available

0:00 0:13:12 0:00

ზიანის შემცირება ითვალისწინებს ნარკომომხმარებლისთვის ნარკოტიკისგან მიღებული ზიანის შემცირებას, ინფექციური და სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ბოლო დროს ლგბტ თემის იმ წრეებში, რომელთა წევრები ნარკოტიკს მოიხმარენ, ახალი გამოწვევა გაჩნდა - ე.წ. „ქიმსექსის“ („ქიმსექსი“ გულისხმობს ძლიერი ნარკოტიკით სიამოვნების გახანგრძლივებას) პოპულარობის მატებასთან ერთად, კიდევ უფრო საჭირო გახდა უსაფრთოხების ზომების დაცვა, პირველ რიგში, აივ-ინფექციისა და სხვა ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

უფლებადამცველები, ნარკოპოლიტიკის სპეციალისტები, მკვლევარები ამბობენ, რომ აუცილებელია ნარკომომხმარებელმა - მათ შორის ლგბტ თემის წარმომადგენელმა - იცოდეს როგორ აიცილოს თავიდან სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები, პირველ რიგში, ზედოზირება, და როგორ დაიცვას თავი ნარკოტიკის მოხმარების პროცესში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG