Accessibility links

ქობულეთის შემოვლითი გზა - „მატყუარა გზის“ ეფექტი


რამდენად სახიფათოა ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელზეც 13 ივლისს ხალხი დაიღუპა?

5 წლის გოგონა ერთ-ერთია იმ მგზავრთაგან, რომელთა მანქანები 13 ივლისს ერთმანეთს შეეჯახა. გოგონას მშობლები იმ დღესვე გარდაიცვალნენ, მეორე დღეს დაიღუპა ძმაც. სხვა დაშავებულები დღემდე საავადმყოფოებში რჩებიან. გზის ამ მონაკვეთზე 13 ივლისს, 3 ავტომობილის შეჯახების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. პატარა გოგო მრავლობითი ტრავმით ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევების ოდენობაჭარა მეორე ადგილზეა თბილისის შემდეგ.

  • 2019 წლის პირველ სამ თვეში აჭარაში 549 საგზაო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 161 ადამიანი.
  • 2 860 შემთხვევა დაფიქსირდა 2018 წელს. დაიღუპა 33, დაშავდა 814.
სიჩქარე რომ არ გადააჭარბონ, არაფერი მოხდება. მონიშვნებიც არის, მაგრამ ვინ ემორჩილება?! საგზაო შემთხვევები, სამწუხაროდ, ხშირად ხდება.
არჩილ ხახუტაშვილი

ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა, სადაც 13 ივლისს ავარია მოხდა, 2018 წელს გაკეთდა. არჩილ ხახუტაიშვილი, დირექტორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტისა“, რომელიც სატრანსპორტო და მგზავრთა უსაფრთხოების საკითხებზეც მუშაობს, ამბობს, რომ გზა გაშლილი და სწორია, ამიტომ ბევრს ის ავტობანი ჰგონია და მანქანასაც დიდი სიჩქარით მართავს, მაშინ როდესაც ამ გზაზე მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 90 კმ /საათია. ავტობანისგან განსხვავებით, გზა ბეტონის ნაცვლად ასფალტის საფარითაა დაფარული, შუაში არა აქვს ბარიერი.

გარდა ამისა, პრობლემას ქმნის განათების სისტემაც, რომელსაც მხოლოდ ახლა ამონტაჟებენ.

სიჩქარე რომ არ გადააჭარბონ, არაფერი მოხდება. მონიშვნებიც არის, მაგრამ ვინ ემორჩილება?! საგზაო შემთხვევები, სამწუხაროდ, ხშირად ხდება. კამერები დააყენეს და ამან ცოტა შეაჩერა, მაგრამ ახლახან მაინც ასეთი უბედურება დატრიალდა. სხვათა შორის, ღამე ბევრი ერიდება ამ გზას და ისევ ძველი გზით დადის, მათ შორის მეც. რაღაც საფრთხის გრძნობა ნამდვილად არის ამ გზაზე“.

ეკა ლალიაშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ამბობს, რომ შსს-ს აქვს სტატისტიკა პრობლემური მონაკვეთების შესახებ, მაგრამ ეს მონაცემები ზოგადია. მაგალითად, გამოკვლევაში შეიძლება ნათქვამი იყოს, რომ პრობლემურია გზის 90-ე კილომეტრი, სინამდვილეში კი პრობლემური ამ 90-ე კილომეტრის მხოლოდ რაღაც ნაწილია.

თუ ერთი და იგივე მონაკვეთზე 3-4 წლის განმავლობაში დახლოებით 4 ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, ამ მონაკვეთს „შავ მონაკვეთს“ ვეძახით. მაგრამ ჩვენთან ზუსტად არ არის იდენტიფიცირებული გზის რომელი ნაწილია ის. შესაბამისად, ჩარევა და გამოსწორებაც ვერ ხერხდება“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით და არაფის დამატებას არ საჭიროებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG