Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქუჩაში ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი პრაქტიკულად არ ხდება“


23 ნოემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი. მან ისაუბრა ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ინსპექტირების რეფორმის შუალედური მონიტორინგის შედეგებზე. ეკა ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ რთულია რეფორმაზე პასუხისმგებელი უწყებების პასუხისმგებლობებისაა და რელევანტური მონაცემების შესახებ კონსოლიდირებული ინფორმაციის მოპოვება და ასევე არასრულყოფილია მონიტორინგის სისტემა. ეკა ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ ავტომობილების ტექნიკურ ისნპექტირებას ჯერ-ჯერობით არც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მოჰყოლია, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების გამო კი მხოლოდ 5 ავტომობილია დაჯარიმებული. კვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სულ 84 850-მა ავტომობილმა გაიარა. მათგან ხარვეზები დაუდგინდა ავტომობილების 32%-ს, განმეორებით ინსპექტირებაზე კი მხოლოდ 2 % გამოცხადდა. რაც შეეხება უშუალოდ ინსპექტირების პროცესს- ეკა ლალიაშვილმა აღნიშნა რომ ისპექტორებს მძღოლებისგან ქრთამის შეთავაზების შემთხვევებიც ჰქონიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG