Accessibility links

რატომ გაახსენდათ ევროპარლამენტარებს ყირიმის ანექსია მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის დღეს?


რატომ გაახსენდათ ევროპარლამენტარებს ყირიმის ანექსია მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის დღეს?
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით დგება მომენტი, როდესაც გულშემატკივარს შეგიძლია ერთი თვის განმავლობაში ჩაიძირო საფეხბურთო თამაშებში. მაგრამ როცა საქმე რუსეთთან გაქვს, ფეხბურთი აღარ არის მხოლოდ სპორტული შეჯიბრება და იგი პოლიტიკურ დატვირთვასაც იძენს. ნიშანდობლივია, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებმა სწორედ ფეხბურთის 21-ე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის დღეს,14 ივნისს, მიიღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია რუსეთის მკაცრი კრიტიკის ფონზე. „მინდა გავიხსენო, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დასრულებიდან ორი კვირის თავზე რუსეთი ყირიმში შეიჭრა. შეიძლება თუ არა დავსვა შეკითხვა: რა მოხდება ფეხბურთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ?“ - იკითხა მიხაელა შოიდროვამ, ევროპარლამენტის დეპუტატმა ჩეხეთიდან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

XS
SM
MD
LG