Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეყვარებული დოსტოევსკი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი გენიოსის, ფიოდორ დოსტოევსკის სატრფიალო კავშირების შესახებ. დოსტოევსკი ძალიან ადრე ჩავარდა საშინელ განსაცდელში, რომელიც ჯერ სიკვდილის მისჯით, შემდეგ დახვრეტის ცინიკური იმიტაციითა და ოთხწლიანი კატორღით დამთავრდა. სწორედ კატორღის შემდეგ, ჯერ კიდევ ძველი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლის პროცესში მყოფი დოსტოევსკი დაქორწინდა მარია დმიტრიევნა ისაევაზე, ახალგარდაცვლილი ლოთი მოხელის ქვრივზე; ქორწინება ვერ აღმოჩნდა ბედნიერი და მეუღლეებმა ერთმანეთი საფუძვლიანად გააწამეს. ვინ იყვნენ ემანსიპირებული ქალები, რომლებსაც დოსტოევსკი მებრძოლი ლიბერალი ეგონათ და ხელში მონარქისტი კონსერვატორი შერჩათ; ვინ იხსნა დოსტოევსკი აზარტული თამაშის მარწუხებიდან, შეუქმნა მშვიდი ოჯახური გარემო და მისი სიკვდილის შემდეგ მოუარა მწერლის მემკვიდრეობას — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG