Accessibility links

შეყვარებული ფოლკნერი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკის Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) მოგვითხრობს ამერიკის კონტინენტის უდიდესი მწერლის, მაღალი მოდერნიზმის გიგანტის, უილიამ ფოლკნერის სიყვარულის ისტორიას. ფოლკნერი ბავშვობიდან იყო შეყვარებული თავის ძველ მეგობარზე, ესტელ ოლდჰემზე. ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ ქალი მალე სხვას გაჰყვა ცოლად. უილიამ ფოლკნერის ცხოვრებაში სამი უმნიშვნელოვანესი ქალი იყო, დედა, დედასავით საყვარელი შავკანიანი ძიძა და მომავალი მეუღლე. ძიძას, „მამის“, გვარად პალმერს, ფოლკნერი განსაკუთრებულ პატივს სცემდა; იგი არასოდეს ყოფილა მონა ან მსახურიც კი, ეს ქალი უფრო ეკონომისა და პარტნიორის როლს ასრულებდა და მისი ამოცნობა იოლად შეიძლება დილსის სახეში „ხმაური და მრისხანებიდან“. სამწუხაროდ, ოჯახში საქმე თავიდანვე ცუდად წავიდა: ორივე მეუღლე სვამდა, ერთმანეთში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთს აწამებდნენ. როგორ უღალატა ფოლკნერმა მეუღლეს ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, რა როლი შეასრულა მისმა ახალმა საყვარელმა ფოლკნერისთვის ამ პრემიის მინიჭების საქმეში, რა სასიყვარულო ისტორიები ჰქონდა მას ჰოლივუდში, რა წიგნი დაწერა ფოლკნერის ერთ-ერთმა საყვარელმა — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG