Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმონ პანეკი: ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ კონსტრუქციულებიც


შიმონ პანეკი სულ ოცდაერთი წლის იყო, როცა თავისი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის პროცესში ჩაერთო: 1989 წელს ის შეუერთდა აქტივისტების გუნდს ვაცლავ ჰაველის ხელმძღვანელობით - გუნდს, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებას ჩეხოსლოვაკიის კომუნისტ მმართველებთან ხელისუფლების გადაბარების შესახებ. იმავე წელს კომუნისტური რეჟიმი დაემხო. დღეს შიმონ პანეკი სათავეში უდგას არასამთავრობო ორგანიზაციას "ადამიანი გასაჭირში". თავის დროზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის მონაწილე შიმონ პანეკი პოლიტიკისაგან განზე დგას და მიიჩნევს, რომ კარგ არასამთავრობო ორგანიზაციას სჭირდება ორი რამ: თავმდაბლობა და თავდაჯერებულობა.

XS
SM
MD
LG